Nutrilak Premium ჰიპოალერგიული
ნუტრილაკი ჰიპოალერგიული (0 – 12 თვე)
განკუთვნილია კვებითი ალერგიის პროფილაქტიკისთვის.
ჰიპოალერგიული ნარევი დამზადებულია ნაწილობრივ ჰიდროლიზებულ შრატის ცილაზე, რომელიც განკუთვნილია კვებითი ალერგიის რისკის ქვეშ მყოფი ბავშვებისთვის. ალერგიული დაავადებები დაკავშირებულია ნაწლავის მიკროფლორასა და იმუნური სისტემის მდგომარეობასთან. ლაქტო და ბიფიდობაქტერიები აუმჯობესებს ნაწლავის მიკროფლორის მდგომარეობას და ხელს უწყობს იმუნიტეტის ჩამოყალიბებას.
ProComfort – სამმაგი დაცვა ალერგიისგან
➤ უნიკალური ლაქტობაქტერია L.rhamnosus LGG® – მსოფლიოში ყველაზე კარგად შესწავლილი, ეფექტური და უსაფრთხო პრობიოტიკი ბავშვებისთვის დაბადებიდან. უზრუნველყოფს შეკრულობის, კოლიკის აღმოფხვრას და სასარგებლო ნაწლავური მიკროფლორის ჩამოყალიბებას
➤ ბიფიდობაქტერია BB-12® – ზრდის ნაწლავის იმუნიტეტს და უზრუნველყოფს რეგულარულ რბილ განავალს
➤ ომეგა -3 (DHA) – შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავა, თავის ტვინის და ინტელექტის სრულფასოვანი განვითარებისთვის
➤ ლუთეინი – მნიშვნელოვანი ანტიოქსიდანტია, რომელიც იცავს ბავშვის თვალის ბადურას და უზრუნველყოფს მხედველობის განვითარებას
➤ ნუკლეოტიდები – ძირითადი კომპონენტები იმუნური სისტემის ფორმირებისა და კუჭ – ნაწლავის ტრაქტის მომწიფებისთვის
✦ დამზადებულია ნატურალურ რძის ცხიმზე! – შეიცავს აუცილებელ კომპონენტებს თავის ტვინის სწორად განვითარებისა და მეტაბოლიზმის გაუმჯობესებისთვის, უზრუნველყოფს ვიტამინებისა და მინერალების ადვილად შეთვისებას და წარმოადგენს ბავშვის ენერგიის ძირითად წყაროს
✦ პალმის და რაფსის ზეთის გარეშე – პალმის ზეთი, ისევე როგორც დედის რძე, შეიცავს პალმიტინის მჟავას. დედის რძისაგან განსხვავებით, პალმის ზეთის შემადგენლობაში შედის პალმიტინის მჟავა – α პალმიტატი, რომელიც ცუდად შეიწოვება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს შეკრულობა, ენერგიის ნაკლებობა და ორგანიზმიდან კალციუმის გამოდევნა
✦ არ შეიცავს: გმო – ს, შაქარს, საღებავებს, კონსერვანტებს და არომატიზატორებს