სუპ – პიურე ხბოს ხორცით (8 თვიდან)

სუპ - პიურე ხბოს ხორცით sup piure xbos xorcit

ინგრედიენტები:

ხბოს ხორცი – 50 გრ

ყვავილოვანი კომბოსტო – 100 გრ

გოგრა – 150 გრ

ხახვი – 10 გრ

ზეითუნის ზეთი – 10 მლ

 

მომზადების წესი:

.  ზეითუნის ზეთი ჩაასხით ქვაბში და გააცხელეთ. ხორცისგან გააკეთეთ ფარში და წვრილად დაჭრილ ხახვთან ერთად ქვაბში ჩაყარეთ, აურიეთ და მოამზადეთ 25 წუთი ისე, რომ მიიღოთ მზა ფარში

.  ცალკე ქვაბში მოხარშეთ გასუფთავებული და კუბიკებად დაჭრილი გოგრა და ყვავილოვანი კომბოსტო

.  მოხარშულ ბოსტნეულს დაუმატეთ ფარში და მიღებული მასა დაჭყლიტეთ, ან დააბლენდერეთ ფაფისებურ კონსისტენციამდე

გემრიელი სადილი მზადაა!

Share on facebook
Facebook
Share on google
Google+
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn
Share on print
Print