ინგრედიენტები:
სტაფილო – 100 გრ.
ბრინჯი – 25 გრ.
საბავშვო (ადაპტირებული) რძე – 50 მლ.
ზეითუნის ზეთი – 5 მლ.
მომზადების წესი:
. გასუფთვებული და გულგაცლილი სტაფილო დავჭრათ პატარა ნაჭრებად, ჩავყაროთ ჭურჭელში, დავასხათ წყალი და მივიყვანოთ ადუღებამდე, შემდეგ დავუმატოთ ბრინჯი და ვადუღოთ 40 – 50 წუთის განმავლობაში. დროდადრო მოვურიოთ.
. მოხარშული სტაფილო და ბრინჯი დავაბლენდეროთ, ან კარგად დავჭწლიტოთ. მზა მასას დავუმატოთ მწიკვი მარილი და ვადუღოთ კიდევ 2 – 3 წუთი.
. შეგრილების შემდგომ დავუმატოთ ცალკე მომზადებული საბავშვო (ადაპტირებული) რძე და ზეითუნის ზეთი.
გემრიელად მიირთვით!