ინგრედიენტები:
50 გრ. თევზის ფილე
½ ნაჭერი პური
1ც. კარტოფილი
1ც. ხახვი
1ც. სტაფილო
2 ღერი კამა
1 ჩ/კ ზეითუნის ზეთი
მომზადების წესი:
. თევზის ფილე, ხახვი და წყალში დამბალი პური გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში და გააკეთეთ ბურთულები
. დაჭერით ბოსტნეული კუბებად
. 2 ჭიქა წყალი მიიყვანეთ დუღილის ტემპერატურამდე, დაამატეთ ბოსტნეული, მწვანილი და ხარშეთ 8-10 წუთი
. 10 წუთის შემდეგ ქვაბში მოათავსეთ წინასწარ მომზადებული თევზის ბურთულები. კერძი დაბალ ცეცხლზე დატოვეთ ბოსტნეულის კარგად მოხარშვამდე
. მომზადების შემდეგ ამოიღეთ მწვანილი. თევზი და ბოსტნეული დაჭყლიტეთ, ან დააბლენდერეთ უშუალოდ კვების წინ
. სურვილისამებრ დაუმატეთ ზეითუნის ზეთი და მწიკვი მარილი
გემრიელად მიირთვით!