ინგრედიენტები:
100 გრ. თევზის ფილე
50 გრ. კარტოფილი
50 გრ. სტაფილო
5 – 10 მლ. ზეითუნის ზეთი
10 გრ. ბრინჯი
10 გრ. ოხრახუში
10 გრ. ხახვი
მომზადების წესი:
. მოხარშეთ თევზი ხახვთან ერთად. მოხარშული ფილე ამოიღეთ ბულიონიდან და გაასუფთავეთ ფხებისგან
. მდუღარე ბულიონს დაუმატეთ ბრინჯი, 5 წუთის შემდეგ კი წვრილად დაჭრილი კარტოფილი და სტაფილო და მოხარშეთ
. მოხარშულ ბოსტნეულს დაუმატეთ თევზის ფილე და დაბლენდერებული ოხრახუში. გადმოდგით ცეცხლიდან, დაამატეთ ზეითუნის ზეთი და მწიკვი მარილი. გემრიელად მიირთვით!