დიდი ყიფლიბანდის დახურვის ვადა, ისეთივე ინდივიდუალურია, როგორც სიარულის დაწყება, კბილების ამოსვლა, პირველი სიტყვების წარმოთქმა და.ა.შ.
არსებობს მოსაზრება, რომ რაც უფრო პატარაა ყიფლიბანდი დაბადების მომენტში, მით უფრო მალე იხურება იგი. სინამდვილეში, ყიფლიბანდის საწყის ზომებსა და მისი დახურვის ვადებს შორის არავითარი კავშირი არ არსებობს.
ყიფლიბანდის ნაადრევ დახურვაზე საუბრობენ მხოლოდ მაშინ, როცა დიდი ყიფლიბანდი იხურება სამ თვეზე ადრე. თუმცა ამ შემთხვევაშიც კი, ეს არ ნიშნავს, რომ ბავშვს რაიმე პრობლემა აქვს.
ყიფლიბანდის მდგომარეობის შეფასებისას, გასათვალისწინებელია არა მხოლოდ მისი ზომებისა და ბავშვის ასაკის შესაბამისობა, არამედ პატარას თავის საერთო გარშემოწერილობაც.
თუ ყიფლიბანდი დაიხურა 3 თვეზე ადრე, მაგრამ თავის გარშემოწერილობა შეესაბამება ასაკობრივ ნორმებს და ბავშვი ჯანმრთელია, ეს შეშფოთების საფუძველს არ წარმოადგენს.