ინგრედიენტები:
სატაცური – 12 ღერი
გულგამოცლილი სტაფილო – 1 ცალი
კარტოფილი – 1 ცალი
კამა -1 ღერი
კვერცხის გული ½ ცალი
ზეითუნის ზეთი – 5 მლ
მომზადების წესი:
. გასუფთავებული კარტოფილი და სტაფილო მოხარშეთ კამასთან ერთად
. სატაცურს მოაჭერით ბოლოები და ცალკე მოხარშეთ დარბილებამდე (სასურველია ორთქლზე 6 – 10 წუთი)
. მოხარშულ ბოსტნეულს დაუმატეთ 1/2 მოხარშული კვერცხის გული, ზეითუნის ზეთი და მწიკვი მარილი
. არსებული ინგრედიენტები დააბლენდერეთ, ან დაჭყლიტეთ
გემრიელად მიირთვით!