ინგრედიენტები:
100 გრ. გოგრა
1 ც. სტაფილო
1 ც. კარტოფილი
5 მლ. ზეითუნის ზეთი
მომზადების წესი:
. საშუალო ქვაბში აადუღეთ წყალი, მოათავსეთ დაჭრილი სტაფილო, კარტოფილი, გოგრა და მოხარშეთ
. მოხარშული და შეგრილებული ბოსტნეული დააბლენდერეთ, ან დაჭყლიტეთ ერთიანი მასის მიღებამდე. თუ პიურე ძალიან სქელი გამოვიდა შეურიეთ დედის რძე, ადაპტირებული ნარევი, ან უბრალოდ ანადუღარი წყალი
. მომზადებულ სუპ – პიურეს შეგიძლიათ დაუმატოთ ზეითუნის ზეთი და მწიკვი მარილი
გემრიელად მიირთვით!