ინგრედიენტები:
ქათმის ფილე – 100 გრ
სტაფილო – 20 გრ
გოგრა – 50 გრ
ხახვი – 20 გრ
ზეითუნის ზეთი – 10 მლ
მომზადების წესი:
. ბოსტნეული გარეცხეთ და გათალეთ. გოგრა გაასუფთავეთ, სტაფილოს კი გამოაცალეთ გული. სტაფილო და გოგრა დაჭერით კუბიკებად, მოათავსეთ ქვაბში მთლიან ხახვთან ერთად და მოხარშეთ. მოხარშვის შემდეგ ამოიღეთ ხახვი
. ცალკე ჭურჭელში მოხარშეთ ქათმის ხორცი
. მოხარშული ბოსტნეული და ქათმის ხორცი დააბლენდერეთ ან დაჭყლიტეთ
. სურვილისამებრ დაუმატეთ მწიკვი მარილი და ზეითუნის ზეთი
გემრიელად მიირთვით!