ramdenjer gavaseirnot chvili sufta haerze 1024x683 - რა სიხშირით გავასეირნოთ ჩვილი სუფთა ჰაერზე?

რა სიხშირით გავასეირნოთ ჩვილი სუფთა ჰაერზე?

სეირნობა ბავშვის ზრდა – განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სიცოცხლის პირველ დღეებში პატარა ეჩვევა სახლს, ოთახს, საწოლს. ადაპტაციის შემდეგ, დაბადებიდან დაახლოებით, მე-7 დღეს კი უკვე შეგიძლიათ სასეირნოდაც გაიყვანოთ.

პირველი გესეირნებისთვის 10-15 წუთი საკმარისია, მომდევნო დღეს შეგიძლიათ, პატარა უფრო მეტ ხანს დატოვოთ ჰაერზე, საბოლოოდ კი დღეში 2-ჯერ მოგიწევთ სასეირნოდ გასვლა 2-3 საათით.  ბავშვი, რომელიც მიჩვეულია წლის ნებისმიერ სეზონზე გასეირნებას, გამოირჩევა ძლიერი იმუნიტეტით და გაცილებით იშვიათად ცივდება.

ყოველდღიური გასეირნება:

  • აძლიერებს მადას;
  • დადებითად მოქმედებს ბავშვის ნერვულ სისტემაზე;
  • აყალიბებს ძლიერ იმუნურ სისტემას;
  • პატარა ნაკლებად ჭირვეულობს;
  • უზრუნველყოფს ბავშვის მშვიდ ძილს;

ზემოთ იხილეთ ცხრილი, თუ რა სიხშირით უნდა გაასეირნოთ წლამდე ბავშვი წელიწადის ცივ და ცხელ სეზონზე.