არაჟანში მოთუშული ჭარხალი (1.5 წლიდან)

არაჟანში მოთუშული ჭარხალი arajanshi motushuli charxali

ინგრედიენტები:

ჭარხალი – 100 გრ

არაჟანი (10%) – 20 მლ

მაგარი ყველი – 40 გრ

ნაღების კარაქი – 5 გრ

ხახვი – 30 გრ

ზეითუნის ზეთი – 15 მლ

 

მომზადების წესი:

.  ჭარხალი გარეცხეთ და მოხარშეთ. გააციეთ და დაჭერით გრძლად, ან პატარა კუბიკებად

.  ხახვი გაასუფთავეთ, დაჭერით საშუალო ნაჭრებად და შეწვით ზეითუნის ზეთში

.  ხახვს დაუმატეთ ჭარხალი, არაჟანი და მოთუშეთ დაბალ ცეცხლზე 15 წუთის განმავლობაში

.  მირთმევამდე კერძს დაუმატეთ ნაღების კარაქი, მოაყარეთ მწვანილი და გახეხილი ყველი

კერძი ასევე საუკეთესო გარნირია ხორციანი კერძებისთვის!

Share on facebook
Facebook
Share on google
Google+
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn
Share on print
Print