ბოსტნეულის სუპი წიწიბურით (11 თვიდან)

სუპი წიწიბურით bostneulis supi ciciburit - ბოსტნეულის სუპი წიწიბურით (11 თვიდან)

ეს სუპი მდიდარია B1, B2, PP ვიტამინებით და მიკროელემენტებით. რეცეპტში შემავალი პროდუქტები ხელს უწყობს კალციუმის ათვისებას, კბილების და ძვლების ჩამოყალიბებას.

ინგრედიენტები:

წიწიბურა – 10 გრ

სტაფილო – 50 გრ

ხახვი – 30 გრ

ყვავილოვანი კომბოსტო – 100 გრ

გოგრა – 60 გრ

მომზადების წესი:

.  ბოსტნეული გაასუფთავეთ და დაჭერით პატარა კუბიკებად. წიწიბურასთან ერთად მოათავსეთ ქვაბში, დაასხით მცირე რაოდენობით წყალი და 15 – 20 წუთის მანძილზე გააჩერეთ ცეცხლზე

. მოხარშული მასა დააბლენდერეთ ან დაჭყლითეთ და სურვილისამებრ დაუმატეთ მწიკვი მარილი

გემრიელად მიირთვით!

Share on facebook
Facebook
Share on google
Google+
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn
Share on print
Print