ლობიო წითელ ბულგარულთან ერთად (1.5 წლიდან)

ლობიო წითელ ბულგარულთან ერთად lobio citel bulgarultan ertad

ინგრედიენტები:

ლობიო – 100 გრ

წითელი ბულგარული – 100 გრ

ნიორი – 5 გრ

ხახვი – 30 გრ

ზეითუნის ზეთი – 5 მლ

 

მომზადების წესი:

.  ლობიო კარგად მოხარშეთ (3-ჯერ გამოუცვალეთ წყალი)

.  წითელი ბულგარული გარეცხეთ და დაჭერით პატარა კუბებად. ხახვი დაჭერით თხელ რგოლებად, ნიორი კარგად დაჭყლიტეთ

.  ზეითუნის ზეთი გააცხელეთ, დაუმატეთ ხახვი, ნიორი და მოთუშეთ 5 წუთი, დაუმატეთ წითელი ბულგარული და მოთუშეთ კიდევ 3 წუთი, შემდეგ დაუმატეთ წყალი და ლობიო, კარგად აურიეთ და ხარშეთ 5 წუთი

.  გადმოდგით ცეცხლიდან, დააბლენდერეთ ან დაჭყლიტეთ სუპ – პიურის კონსისტენციის მიღებამდე

გემრიელად მიირთვით!

 

Share on facebook
Facebook
Share on google
Google+
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn
Share on print
Print