ინგრედიენტები:
ბრიუსელის კომბოსტო – 70 გრ
ზეითუნის ზეთი – 5 გრ
მომზადების წესი:
. ბრიუსელის კომბოსტოს თავები გარეცხეთ, დაასხით მცირე რაოდენობით წყალი და დადგით დაბალ ცეცხლზე
. 20 წუთის შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან და დააბლენდერეთ
. შეგრილებულ პიურეს დაამატეთ ზეითუნის ზეთი და მწიკვი მარილი
გემრიელად მიირთვით!