ინგრედიენტები:
ვაშლი – 100 გრ
ქათამი – 200 გრ
სუხარი – 50 გრ
ხახვი – 75 გრ
ოხრახუში – 10 გრ
ხორბლის ფქვილი – 20 გრ
მომზადების წესი:
. გარეცხეთ 1 დიდი ვაშლი, გათალეთ და გახეხეთ წვრილად, გადაუწურეთ ზედმეტი წვენი
. მოხარშეთ ქათმის მკერდი და დაჭერით პატარა ნაჭრებად
. მოამზადეთ ბოსტნეული: ხახვი და ოხრახუში წვრილად დაჭერით
. ერთმანეთში აურიეთ: ვაშლი, ქათამი, ხახვი, მწვანილი, სუხარი. დააბლენდერეთ და დაუმატეთ მცირეოდენი ქათმის ბულიონი და მარილი
. მიღებულ მასას მიეცით კატლეტის ფორმები, ამოავლეთ ფქვილში და მოამზადეთ ორთქლზე
გემრიელად მიირთვით!