ქათმის სუპ – პიურე ყაბაყით და სტაფილოთი (8 თვიდან )

Depositphotos 64688887 xl 2015 - ქათმის სუპ - პიურე ყაბაყით და სტაფილოთი (8 თვიდან )

ინგრედიენტები:
ქათმის ფილე 60-70 გრ.
ყაბაყი – 1 მცირე ზომის
სტაფილო – 2 ც.
ოხრახუში – 10 გრ.
ზეითუნის ზეთი – 1 ჩ/კოვზი

მომზადების წესი:
. გარეცხეთ ქათმის ფილე და მოათავსეთ ჭურჭელში. წამოდუღების შემდეგ პირველი ნახარში გადაღვარეთ, დაასხით ადუღებული წყალი და მოხარშეთ

. ცალკე მოხარშეთ ბოსტნეული: სტაფილო და ყაბაყი ოხრახუშთან ერთად

. მოხარშვის შემდეგ ბოსტნეული და ქათმის ფილე ერთად დაჭყლიტეთ, ან დააბლენდერეთ

. სურვილისამებრ დაუმატეთ მწიკვი მარილი და ზეითუნის ზეთი

გემრიელად მიირთვით!

Share on facebook
Facebook
Share on google
Google+
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn
Share on print
Print