Nutrilak Premium ანტირეფლუქსი
ნუტრილაკი ანტირეფლუქსი (0 – 12 თვე)
მის შემადგენლობაში არსებული ნატურალური კერატის ხის გუმფისი არეგულირებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოქმედებას და აუმჯობესებს ნაწლავის მიკროფლორას.
სწრაფად აგვარებს:
- ამოქაფებას/ღებინებას – კუჭში მოხვედრილ საკვებს გადააქცევს შედარებით სქელ
მასად, რაც პრაქტიკულად გამორიცხავს ამოქაფებას - პერისტალტიკის დაქვეითებას – ააქტიურებს ნაწლავთა პერისტალტიკას და უზრუნველყოფს რეგულარულ, რბილ განავალს
➤ ომეგა -3 (DHA) – შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავა, თავის ტვინის და ინტელექტის სრულფასოვანი განვითარებისთვის
➤ ნუკლეოტიდები – ძირითადი კომპონენტები იმუნური სისტემის ფორმირებისა და კუჭ – ნაწლავის ტრაქტის მომწიფებისთვის
✦ დამზადებულია ნატურალურ რძის ცხიმზე! – შეიცავს აუცილებელ კომპონენტებს თავის ტვინის სწორად განვითარებისა და მეტაბოლიზმის გაუმჯობესებისთვის, უზრუნველყოფს ვიტამინებისა და მინერალების ადვილად შეთვისებას და წარმოადგენს ბავშვის ენერგიის ძირითად წყაროს
✦ პალმის და რაფსის ზეთის გარეშე – პალმის ზეთი, ისევე როგორც დედის რძე, შეიცავს პალმიტინის მჟავას. დედის რძისაგან განსხვავებით, პალმის ზეთის შემადგენლობაში შედის პალმიტინის მჟავა – α პალმიტატი, რომელიც ცუდად შეიწოვება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს შეკრულობა, ენერგიის ნაკლებობა და ორგანიზმიდან კალციუმის გამოდევნა
✦ არ შეიცავს: გმო – ს, შაქარს, საღებავებს, კონსერვანტებს და არომატიზატორებს