ეს გემრიელი და სასარგებლო პიურე შეავსებს თქვენი პატარების ორგანიზმს რკინით და B12 ვიტამინით!
ინგრედიენტები:
ჭარხალი – 100 გრ
სტაფილო – 100 გრ
ზეითუნის ზეთი – 5 მლ
მომზადების წესი:
. ბოსტნეული გარეცხეთ და გათალეთ, სტაფილოს გამოაცალეთ გული. გასუფთავებული ბოსტნეული დაჭერით, მოათავსეთ ქვაბში და მოხარშეთ
. მოხარშული ბოსტნეული დააბლენდერეთ და კიდევ ერთხელ წამოადუღეთ
. შეგრილებულ პიურეს დაუმატეთ მწიკვი მარილი და ზეითუნის ზეთი
გემრიელი სადილი მზადაა!