თევზის წვნიანი (8 – 9 თვიდან)

tevzis cvniani - თევზის წვნიანი (8 - 9 თვიდან)

ინგრედიენტები:

100 გრ. თევზის ფილე

1 ც. კარტოფილი

1 ც. სტაფილო

1 ც. ხახვი

2 ღერი კამა

2 ღერი ქინძი

1 ჩ/კ ზეითუნის ზეთი

მომზადების წესი:

  •  კარგად გარეცხეთ თევზი, მოათავსეთ ადუღებულ წყალში და მოხარშეთ
  • ცალკე ქვაბში მოხარშეთ კუბებად დაჭრილი კარტოფილი, სტაფილო და მთლიანი ხახვი
  • ბოსტნეული რომ მოიხარშება, დაუმატეთ თევზი, მთლიანი ქინძი და კამა. ადუღებიდან 3 – 5 წუთის შემდეგ მწვანილი და ხახვი ამოიღეთ. კერძი მზადაა!
  • თევზი და ბოსტნეული დაჭყლიტეთ, ან დააბლენდერეთ უშუალოდ კვების წინ
  •  სურვილისამებრ, დაუმატეთ ზეითუნის ზეთი და მწიკვი მარილი

გემრიელად მიირთვით!

Share on facebook
Facebook
Share on google
Google+
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn
Share on print
Print