იოგურტი ბანანითა და ტყის კენკრით iogurti bananita da tyis kenkrit - იოგურტი ბანანითა და ტყის კენკრით (8 თვიდან)

იოგურტი ბანანითა და ტყის კენკრით (8 თვიდან)

ინგრედიენტები:

 1 ც. პატარა ბანანი
 80 – 100 გრ. ტყის კენკრა
100 გრ. ხაჭო
 200 – 300 მლ. მაწონი

მომზადების წესი:

.  დაჭრილი ბანანი და ტყის კენკრა მოათავსეთ ბლენდერში

. დაუმატეთ ხაჭო, მაწონი და კარგად ათქვიფეთ

. მომზადებული ნარევი გადაიტანეთ ჭურჭელში და შედგით მაცივარში

. კვებამდე რამდენიმე საათით ადრე გამოიღეთ მაცივრიდან, რომ პატარამ ოთახის ტემპერატურის იოგურტი მიიღოს

. უმჯობესია, ბავშვმა იოგურტი დაუმტკბარი სახით მიირთვას, იმ შემთხვევაში თუ პატარას არ მოეწონება, შესაძლებელია შაქრის სიროფით ოდნავ დატკბობაც

 გემრიელად მიირთვით!

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *