ინგრედიენტები:
1 ც. პატარა ბანანი
80 – 100 გრ. ტყის კენკრა
100 გრ. ხაჭო
200 – 300 მლ. მაწონი
მომზადების წესი:
. დაჭრილი ბანანი და ტყის კენკრა მოათავსეთ ბლენდერში
. დაუმატეთ ხაჭო, მაწონი და კარგად ათქვიფეთ
. მომზადებული ნარევი გადაიტანეთ ჭურჭელში და შედგით მაცივარში
. კვებამდე რამდენიმე საათით ადრე გამოიღეთ მაცივრიდან, რომ პატარამ ოთახის ტემპერატურის იოგურტი მიიღოს
. უმჯობესია, ბავშვმა იოგურტი დაუმტკბარი სახით მიირთვას, იმ შემთხვევაში თუ პატარას არ მოეწონება, შესაძლებელია შაქრის სიროფით ოდნავ დატკბობაც
გემრიელად მიირთვით!