ინგრედიენტები:
წიწიბურა – 150 გრ
ქიშმიში – 30 გრ
ბანანი – 50 გრ
ვაშლი – 70 გრ
რძე – 350 მლ
მომზადების წესი:
. ქვაბში ჩაასხით რძე და დაუმატეთ კარგად გარეცხილი წიწიბურა. ხარშეთ დაბალ ცეცხლზე (თან მოურიეთ) დაახლოებით 25 წუთი, სანამ რძე ბოლომდე არ დაშრება
. წვრილად გახეხეთ ვაშლი, ქიშმიში კარგად გარეცხეთ, დაუმატეთ ფაფას, აურიეთ და 5 წუთით დატოვეთ თავდახურული
. საბოლოოდ დაუმატეთ ბანანი, სურვილისამებრ შეგიძლიათ დაუმატოთ მცირეოდენი შაქარი
გემრიელად მიირთვით!