ინგრედიენტები:
ჭარხალი – 100 გრ
არაჟანი (10%) – 20 მლ
მაგარი ყველი – 40 გრ
ნაღების კარაქი – 5 გრ
ხახვი – 30 გრ
ზეითუნის ზეთი – 15 მლ
მომზადების წესი:
. ჭარხალი გარეცხეთ და მოხარშეთ. გააციეთ და დაჭერით გრძლად, ან პატარა კუბიკებად
. ხახვი გაასუფთავეთ, დაჭერით საშუალო ნაჭრებად და შეწვით ზეითუნის ზეთში
. ხახვს დაუმატეთ ჭარხალი, არაჟანი და მოთუშეთ დაბალ ცეცხლზე 15 წუთის განმავლობაში
. მირთმევამდე კერძს დაუმატეთ ნაღების კარაქი, მოაყარეთ მწვანილი და გახეხილი ყველი
კერძი ასევე საუკეთესო გარნირია ხორციანი კერძებისთვის!