ისპანახის კრემ-სუპი ქათმით (9 – 10 თვიდან)

სუპი ქათმით ispanaxis supi qatmit 1 - ისპანახის კრემ-სუპი ქათმით (9 - 10 თვიდან)

ინგრედიენტები:

ქათმის ფილე – 100 გრ.
ისპანახი – 100 გრ.
სტაფილო – 1 ც.
კარტოფილი – 1 ც.
ზეითუნის ზეთი – 1 ჩ/კ.

მომზადების წესი:

. გარეცხეთ ქათმის ფილე და მოხარშეთ (სასურველია პირველი ნახარშის გადაღვრა)
. ცალკე ქვაბში მოათავსეთ გასუფთავებული და კუბებად დაჭრილი კარტოფილი და სტაფილო. ადუღებიდან 15 წუთის შემდეგ დაამატეთ ისპანახი
. მოხარშვის შემდეგ ბოსტნეული და ქათმის ფილე აქციეთ ერთგვაროვან მასად. პიურე შეგიძლიათ, გაათხელოთ ბოსტნეულის ნახარშით, ან ადაპტირებული რძით
. სურვილისამებრ დაუმატეთ მწიკვი მარილი და ზეითუნის ზეთი

გემრიელად მიირთვით!

Share on facebook
Facebook
Share on google
Google+
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn
Share on print
Print