„ნატურლენდი“ ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა საქართველოში ბავშვთა და მოზრდილთა კვების, ჰიგიენის და მოვლის საშუალებების ინდუსტრიაში.

„ნატურლენდ“-ს აქვს რამდენიმე რეგიონული ფილიალი და ახორციელებს საკუთარი ბრენდების დისტრიბუციას მთელი საქართველოს მასშტაბით.


„ნატურლენდი“-ს გამორჩეულობას ბაზარზე უზრუნველყოფს:

  • 25 წელზე მეტი გამოცდილება ბაზარზე;
  • მსოფლიოს ლიდერი ბრენდების, უმაღლესი ხარისხის, მუდმივად ინოვაციური და გამორჩეულად ჯანსაღი პროდუქციის შეთავაზება საქართველოს ბაზრისთვის;
  • შეუფერხებელი და უწყვეტი მომარაგება მთელი საქართველოს მასშტაბით;
  • სტაბილურობა და მომხმარებლის მაღალი სანდოობა;
  • პროდუქციასთან დაკავშირებული პროფესიონალური პედიატრიული კონსულტაციის სამსახური;
  • როგორც უცხოელ პარტნიორებთან, ასევე ადგილობრივ პარტნიორებთან (საცალო ქსელებთან, წამყვან სამედიცინო, ფარმაცევტულ და სადისტრიბუციო კომპანიებთან) ხანგრძლივი და სტაბილური ურთიერთობა;
  • საქმიანობა მხოლოდ თანამედროვე ბიზნეს ეთიკის პრინციპების დაცვით.

„ნატურლენდ“-ს თავისი წვლილი შეაქვს და ხელს უწყობს მომხმარებლის უკეთ გათვითცნობიერებას ცხოვრების ჯანსაღი წესისა და სწორი კვების დანერგვაში.

„ნატურლენდი“ თქვენი საიმედო პარტნიორია!

„ნატურლენდის“ ონლაინ-მაღაზია ერთ-ერთი ყველაზე დიდია ამ კატეგორიის პროდუქტების ინდუსტრიაში.

აქ შეგიძლიათ შეიძინოთ 2000-ზე მეტი სხვადასხვა დასახელების პროდუქტი და შეძენილ პროდუქტს მოგიტანთ სახლში ან ნებისმიერ სასურველ ადგილზე მთელი საქართველოს მასშტაბით.