თანხის დაბრუნება/ანაზღაურება

თანხის დაბრუნება/ ანაზღაურება ხორციელდება შეკვეთის განხორციელების თავდაპირველი თარიღიდან 5 სამუშაო დღის ფარგლებში.

ნივთის დაბრუნების/ შეცვლის პირობები:

ნივთის დაბრუნება ან შეცვლა შეგიძლიათ მოითხოვოთ შემდეგ შემთხვევებში:

  1. ტექნიკური წუნის ან/და დადგენილი ვიზუალური დეფექტის გამო.
  2. მომხმარებელთან მიტანილი ნივთი არ შეესაბამება შეკვეთაში არსებული ნივთის მახასიათებლებს;
  3. ნივთი მისამართზე მოგიტანეს 3 სამუშაო დღის დაგვიანებით;

ნივთის დაბრუნება ან შეცვლა ხდება მისი შეძენიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში;

  • დაბრუნების პროცესის წამოსაწყებად, საჭიროა shop.naturland.ge-ს აცნობოთ დასაბრუნებელი პროდუქტის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები: შეკვეთის ნომერი, გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. აღნიშნული მონაცემები მოწოდებულ უნდა იქნას ელ.ფოსტის საშუალებით: e-commerce@naturland.ge
  • ვიზუალური დეფექტის შემთხვევაში ზემოთ მოცემულ ინფორმაციასთან ერთად გამოგვიგზავნეთ დეფექტის ფოტოსურათები;
  • ნივთის შეცვლა დაშვებულია მხოლოდ სრული კომპლექტაციით, აუცილებელია ყუთის და ყველა აქსესუარის შენახვა!!!