მუსტელა – მზისგან დამცავი ლოსიონი, სახის SPF 50, 40მლ 6768

Original price was: 61.00 ₾.Current price is: 51.85 ₾.

Mustela-ს მზისგან დამცავი ლოსიონი SPF 50+ ეფექტურად იცავს სახის კანს UVA-UVB სხივებისგან და ღრმად ატენიანებს ეპიდერმისს. პროდუქტი დამზადებულია ორგანული ავოკადოს ბაზაზე და შექმნილია როგორც ჩვილებისთვის, ისე მოზარდებისთვის და ზრდასრულებისთვის.

ასაკი0 თვიდან
ქვეყანასაფრანგეთი

მარაგშია (100+)

აღწერა

Mustela-ს მზისგან დამცავი ლოსიონი SPF 50+ უზრუნველყოფს კანის საიმედოდ დაცვას მზის ულტრაიისფერი სხივებისგან. ლოსიონი გამოიყენება 0 თვიდან და რეკომენდებულია ნებისმიერი ტიპის კანისთვის, მათ შორის, ატოპიური კანისთვისაც. ლოსიონის ფორმულა არის ვეგანური, წყალგამძლე და ჰიპოალერგიული. აქვს მსუბუქი, კრემისებრი ტექსტურა, მარტივად ნაწილდება კანზე, არ ტოვებს წებოვან შეგრძნებას და სითეთრის კვალს, არ წვავს თვალებს.

Mustela-ს მზისგან დამცავი ლოსიონი უახლესი თაობის ორგანული ფილტრებისგან შედგება და კანისთვის სრულიად უსაფრთხოა. ლოსიონში გამოყენებულია Uvinul A Plus, Uvinul T 150, Ensulizole და Tinosorb S ფილტრები, რომლებიც უზრუნველყოფენ მზის სხივების გაფანტვას და UVA-UVB სხივების განეიტრალებას.

ლოსიონი გაჯერებულია ავოკადოს ექსტრაქტით, ვიტამინ E-თი და მზესუმზირის ზეთით, სწორედ ამიტომ, გარდა მზის გამოსხივებისგან დაცვისა, ლოსიონი სიღრმისეულად ატენიანებს კანს, სძენს მას ელასტიურობას და იცავს ეპიდერმისის ბუნებრივ ბარიერს.
მოქმედება/უპირატესობები:
• მზისგან დამცავი ლოსიონი SPF 50+ უზრუნველყოფს კანის საიმედოდ დაცვას მზის ულტრაიისფერი სხივებისგან;
• ლოსიონი გამოიყენება 0 თვიდან;
• პროდუქტი ესადაგება ნებისმიერი ტიპის კანს;
• გამოიყენება როგორც ჩვილებში, ისე მცირეწლოვნებსა და ზრდასრულებში;
• ლოსიონის მოხმარება შესაძლებელია ორსულობის დროსაც;
• აქვს მსუბუქი, კრემისებრი ტექსტურა, მარტივად ნაწილდება კანზე, არ ტოვებს წებოვან შეგრძნებას და სითეთრის კვალს.
• Mustela-ს მზისგან დამცავი ლოსიონი უახლესი თაობის ორგანული ფილტრებისგან შედგება და კანისთვის სრულიად უსაფრთხოა;
• გარდა მზის გამოსხივებისგან დაცვისა, ლოსიონი სიღრმისეულად ატენიანებს კანს, სძენს მას ელასტიურობას და იცავს ეპიდერმისის ბუნებრივ ბარიერს;
• არ წვავს თვალებს;
• გავლილი აქვს უსაფრთხოების 450-ზე მეტი ტესტი.

გამოყენების წესი:
• მზეზე გასვლამდე უხვად და თანაბრად წაისვით ლოსიონი მშრალ კანზე;
• გაინახლეთ ლოსიონი ცურვის, ოფლიანობის შემდეგ, ხოლო სხვა შემთხვევაში მზისგან დამცავის განახლება ყოველ 2 საათშია რეკომენდებული;
• არ წაისვათ დაზიანებულ კანზე.

ინგრედიენტები/შემადგენლობა:
AQUA (WATER), CAPRYLIC/CAPRIC TRIGLYCERIDE, DICAPRYLYL CARBONATE, DIETHYLAMINO HYDROXYBENZOYL HEXYL BENZOATE, BIS-ETHYLHEXYLOXYPHENOL METHOXYPHENYL TRIAZINE, DIETHYLHEXYL BUTAMIDO TRIAZONE, GLYCERIN, CETYL ALCOHOL, ETHYLHEXYL TRIAZONE, C20-22 ALKYL PHOSPHATE, C20-22 ALCOHOLS, ARGININE, 1,2-HEXANEDIOL, GLYCERYL CAPRYLATE, PERSEA GRATISSIMA (AVOCADO) OIL, TOCOPHEROL, CAPRYLYL GLYCOL, XANTHAN GUM, HELIANTHUS ANNUUS (SUNFLOWER) SEED OIL, ACRYLATES/C10-30 ALKYL ACRYLATE CROSSPOLYMER, PERSEA GRATISSIMA (AVOCADO) FRUIT EXTRACT.

პროდუქტის მოცულობა: 40მლ

მიწოდების პირობები

უფასო მიწოდება: 100 ლარიდან საქართვეოს მასშტაბით

მიწოდება თბილისში
თბილისში მიწოდება ხორციელდება შეკევეთიდან არა უგვიანეს მეორე სამუშაო დღეს.
დილის 9:30 საათამდე განთავსებული შეკვეთის მიწოდება მოხდება იმავე დღეს.
ტარიფი 5 ლარი, 100 ლარიდან უფასო.
შაბათ-კვირას და დღესასწაულებზე მიწოდების სერვისი არ მუშაობს. 

მიწოდება თბილისის შემოგარენში

თბილისის შემოგარენში მიწოდება ხორციელდება შეკვეთიდან 2-3 სამუშაო დღეში.
ტარიფი 6 ლარი, 100 ლარიდან უფასო.
შაბათ-კვირას და დღესასწაულებზე მიწოდების სერვისი არ მუშაობს. 

მიწოდება რგიონებში

რეგიონებში მიწოდება ხორციელდება შეკვეთიდან 2-5 სამუშაო დღეში.
ტარიფი 6 ლარი, 100 ლარიდან უფასო.
შაბათ-კვირას და დღესასწაულებზე მიწოდების სერვისი არ მუშაობს.