ინგრედიენტები:
ბრინჯი – 100 გრ
ბროკოლი – 50 გრ
ისპანახი – 30 გრ
ხახვი – 20 გრ
ქათმის ხორცი – 200 გრ
მწვანე ხახვი – 30 გრ
მწვანე ბარდა – 50 გრ
ზეითუნის ზეთი – 5 მლ
მომზადების წესი:
. ქათმის ხორცს (შეგიძლიათ გამოიყენოთ ინდაურის ან ხბოს ხორციც) დაასხით წყალი ისე, რომ დაიფაროს და მოხარშეთ
. ცალკე მოხარშეთ ბრინჯი, გადაუწურეთ ნახარში და დაუმატეთ მცირე რაოდენობით ზეითუნის ზეთი
. ოდნავ მარილიან წყალში მოხარშეთ: ბროკოლი, მწვანე ბარდა, ისპანახი და მწვანე ხახვი
. წვრილად დაჭრილი ხახვი და 1 კბილი ნიორი მოშუშეთ ზეითუნის ზეთში შევარდისფერებამდე. დაუმატეთ მოხარშული, წვრილად დაკეპილი ქათმის ხორცი და გააგრძელეთ მოშუშვა ნელ ცეცხლზე 2-3 წუთი
. დაბლენდერებულ, ან დაჭყლეტილ ბოსტნეულს შეურიეთ ბრინჯი და მოშუშული ხორცი
გემრიელი სადილი მზადაა!