ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
„ნატურლენდი“ ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა საქართველოში ბავშვთა და მოზრდილთა კვების, ჰიგიენის და მოვლის საშუალებების ინდუსტრიაში.
„ნატურლენდ“-ს აქვს რამდენიმე რეგიონული ფილიალი და ახორციელებს საკუთარი ბრენდების დისტრიბუციას მთელი საქართველოს მასშტაბით.
„ნატურლენდი“-ს გამორჩეულობას ბაზარზე უზრუნველყოფს:
- 25 წელზე მეტი გამოცდილება ბაზარზე;
- მსოფლიოს ლიდერი ბრენდების, უმაღლესი ხარისხის, მუდმივად ინოვაციური და გამორჩეულად ჯანსაღი პროდუქციის შეთავაზება საქართველოს ბაზრისთვის;
- შეუფერხებელი და უწყვეტი მომარაგება მთელი საქართველოს მასშტაბით;
- სტაბილურობა და მომხმარებლის მაღალი სანდოობა;
- პროდუქციასთან დაკავშირებული პროფესიონალური პედიატრიული კონსულტაციის სამსახური;
- როგორც უცხოელ პარტნიორებთან, ასევე ადგილობრივ პარტნიორებთან (საცალო ქსელებთან, წამყვან სამედიცინო, ფარმაცევტულ და სადისტრიბუციო კომპანიებთან) ხანგრძლივი და სტაბილური ურთიერთობა;
- საქმიანობა მხოლოდ თანამედროვე ბიზნეს ეთიკის პრინციპების დაცვით.
„ნატურლენდ“-ს თავისი წვლილი შეაქვს და ხელს უწყობს მომხმარებლის უკეთ გათვითცნობიერებას ცხოვრების ჯანსაღი წესისა და სწორი კვების დანერგვაში.
„ნატურლენდი“ თქვენი საიმედო პარტნიორია!
„ნატურლენდის“ ონლაინ-მაღაზია ერთ-ერთი ყველაზე დიდია ამ კატეგორიის პროდუქტების ინდუსტრიაში.
აქ შეგიძლიათ შეიძინოთ 2000-ზე მეტი სხვადასხვა დასახელების პროდუქტი და შეძენილ პროდუქტს მოგიტანთ სახლში ან ნებისმიერ სასურველ ადგილზე მთელი საქართველოს მასშტაბით.