მუსტელა – Stelatopia® ზეთი დასაბანი 500მლ.

Original price was: 78.90 ₾.Current price is: 67.07 ₾.

Mustela-მ Stelatopia-ს დასაბანი ზეთი სპეციალურად ძალიან მშრალი და ატოპიური კანის მქონე ბავშვებისთვის შექმნა. პროდუქტი ნაზად წმენდს კანს, აღადგენს ლიპიდურ ბალანსს, ამშვიდებს გაღიზიანებას და აქრობს დაჭიმულობის შეგრძნებას. დასაბანი ზეთი 98%-ით ნატურალური შემადგენლობისაა და არ აქვს სურნელი.

წონა0.5 კგ
ასაკი0 თვიდან
ქვეყანასაფრანგეთი

მარაგშია (100+)

აღწერა

Mustela-ს Stelatopia-ს დასაბანი ზეთი ძალიან მშრალი და ატოპიური კანისთვის არის განკუთვნილი. ზეთის სპეციალური ფორმულა უზრუნველყოფს დისკომოფრტისა და დაჭიმულობის შეგრძნების მყისიერად მოხსნას, კანის ბუნებრივი დამცავი ბარიერის აღდგენას და კანის ეფექტურად წმენდას. ზეთი კანს ანიჭებს სირბილეს და ელასტიურობას. მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც სხეულზე, ისე სახესა და თავზე.

დასაბანი ზეთის ფორმულა მდიდარია ისეთი ინგრედიენტებით, როგორებიცაა – ორგანული მზესუმზირის ზეთის დისტილატი, Avocado Perseose და გლიცერინი. მზესუმზირის ზეთის დისტილატი ხელს უწყობს კანის ხანგრძლივად დამშვიდებას, Avocado Perseose უზრუნველყოფს კანის ბარიერის დაცვას, ხოლო გლიცერინი ინტენსიურად კვებავს კანს და მას სიგლუვეს სძენს. პროდუქტი 98%-ით ბუნებრივი შემადგენლობისაა.
სტელატოპიას დასაბანი ზეთის ეფექტურობა კლინიკურადაც არის დადასტურებული. კერძოდ:
• მშობლების 83% აღნიშნავს, რომ დასაბანი ზეთის გამოყენების შემდეგ ბავშვის კანი გახდა უფრო რბილი, გლუვი და ელასტიური;
• მშობლების 93% ადასტურებს, რომ პროდუქტი ლიპიდების აღდგენას უწყობს ხელს;
• 95%-ის შემთხვევაში ზეთი ნაზად წმენდს კანს;
• 89%-ის შემთხვევაში ზეთი ხსნის დისკომფორტს და დაჭიმულობის შეგრძნებას;
მოქმედება/უპირატესობები:
• ძალიან მშრალ და ატოპიურ კანს წმენდს ნაზად, ამშვიდებს გაღიზიანებას, იცავს კანს წყლის ხისტი ზემოქმედებისგან;
• გამოიყენება როგორც სახეზე, ისე თავსა და სხეულზე;
• პროდუქტი 98%-ით ბუნებრივი შემადგენლობისაა.
• გამოიყენება ბავშვის დაბადების პირველივე დღიდან (გარდა ნეონატალური ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მყოფი ახალშობილებისა);
• გავლილი აქვს უსაფრთხოების 450-ზე მეტი ტესტი;
• გელი შეგიძლიათ დაიტანოთ პირდაპირ კანზე, ან ჩაასხათ სააბაზანოში დაგუბებულ წყალში და სხეული ამგვარად დაიბანოთ.

გამოყენების წესი:
• დაისხით ზეთი საჭირო ოდენობით სუფთა ხელის გულზე;
• წაუსვით ბავშვს კანზე;
• წრიული მოძრაობით გადაინაწილეთ ზეთი კანზე;
• ჩამობანეთ ბავშვს ზეთი ეფექტურად;
• ნაზად, ყოველგვარი ხახუნის გარეშე შეუმშრალეთ ბავშვს კანი.
ინგრედიენტები/შემადგენლობა:
AQUA / WATER / EAU, GLYCERIN, CAPRYLYL / CAPRYL GLUCOSIDE, HYDROXYPROPYL GUAR, CITRIC ACID, SODIUM BENZOATE, POTASSIUM SORBATE, PERSEA GRATISSIMA (AVOCADO) FRUIT EXTRACT.
პროდუქტის მოცულობა: 500მლ

მიწოდების პირობები

უფასო მიწოდება: 100 ლარიდან საქართვეოს მასშტაბით

მიწოდება თბილისში
თბილისში მიწოდება ხორციელდება შეკევეთიდან არა უგვიანეს მეორე სამუშაო დღეს.
დილის 9:30 საათამდე განთავსებული შეკვეთის მიწოდება მოხდება იმავე დღეს.
ტარიფი 5 ლარი, 100 ლარიდან უფასო.
შაბათ-კვირას და დღესასწაულებზე მიწოდების სერვისი არ მუშაობს. 

მიწოდება თბილისის შემოგარენში

თბილისის შემოგარენში მიწოდება ხორციელდება შეკვეთიდან 2-3 სამუშაო დღეში.
ტარიფი 6 ლარი, 100 ლარიდან უფასო.
შაბათ-კვირას და დღესასწაულებზე მიწოდების სერვისი არ მუშაობს. 

მიწოდება რგიონებში

რეგიონებში მიწოდება ხორციელდება შეკვეთიდან 2-5 სამუშაო დღეში.
ტარიფი 6 ლარი, 100 ლარიდან უფასო.
შაბათ-კვირას და დღესასწაულებზე მიწოდების სერვისი არ მუშაობს.