Avent – რძის საწველი ტუმბო, ელექტრო, დატენვადი (SCF396/11)

Original price was: 749.00 ₾.Current price is: 374.50 ₾.

Philips Avent-ის რძის საწველი ელექტრო, დატენვადი ტუმბო აერთიანებს ინოვაციურ Natural Motion ტექნოლოგიას და პერსონალიზებულ რეჟიმებს. აპარატი საშუალებას გაძლევთ, რძე არა დახრილ, არამედ ვერტიკალურად მჯდომარე პოზიციაში გამოიწველოთ. SCF396/11

ასაკი0 თვიდან
მოდელიSCF396/11
ქვეყანანიდერლანდები

მარაგშია (10)

აღწერა

Philips Avent-ის რძის საწველ ელექტრო, დატენვად მოწყობილობაში ინტეგრირებულია Natural Motion ტექნოლოგია, რომელიც უზრუნველყოფს მკერდის სტიმულირებით რძის ნაკადის სწრაფად და უმტკივნეულოდ წამოსვლას. მოწყობილობას აქვს რბილი, მოქნილი სილიკონის ბალიში, რომელიც მკერდის ფორმის 99.98%-ს ერგება. აპარატს სტიმულირების 8, ხოლო გამოწველის 16 დონე გააჩნია, რაც მოგცემთ იმის თავისუფლებას, რომ რძის გამოწველის პროცესი ინდივიდუალურ საჭიროებებს ზუსტად მოარგოთ. მოწყობილობაზე დამონტაჟებულია ციფრული ეკრანი, რომლის მეშვეობითაც შეგეძლებათ გამოწველის დროს თვალი ადევნოთ. ტუმბოს აქვს მრავალჯერადად დამუხტვადი ელემენტი, რომელიც ერთ სრულ დატენვაზე რძის 3-ჯერ გამოწველას უზრუნველყოფს. მოწყობილობაში ინტეგრირებულია მეხსიერების ფუნქცია – აპარატი ავტომატურად იმახსოვრებს ბოლო გამოყენებისას შერჩეულ რეჟიმს და მომდევნო გამოყენების დროს პირდაპირ სასურველ რიტმს გთავაზობთ. ამასთან, აპარატს აქვს დაპაუზების რეჟიმი, რისი დახმარებითაც ნებისმიერ დროს შეგიძლიათ პროცესის დროებით შეწყვეტა და მოგვიანებით გაგრძელება.
მოქმედება/უპირატესობები:
● ინტეგრირებულია Natural Motion ტექნოლოგია, რომელიც უზრუნველყოფს რძის დენას მცირე დროში.
● აქვს სტიმულირების 8 და გამოწველის 16 დონე, რათა პროცესი თქვენს საჭიროებებს მოერგოს.
● ტუმბოს აქვს მრავალჯერადად დამუხტვადი ელემენტი, რომელიც ერთ სრულ დატენვაზე რძის 3-ჯერ გამოწველას უზრუნველყოფს.
● აპარატის სპეციალური დიზაინი გაძლევთ საშუალებას, ისხდეთ ვერტიკალურ პოზიციაში და რძე წინ გადახრის გარეშე გამოიწველოთ.
● აღჭურვილია რბილი და ადაპტური სილიკონის ბალიშით, რომელიც ნაზად ერგება მკერდს.
● მოწყობილობაზე დამონტაჟებულია ციფრული ეკრანი, რომლის მეშვეობითაც შეგეძლებათ გამოწველის დროს თვალი ადევნოთ.
● გააჩნია მეხსიერების და დაპაუზების ფუნქცია.
● აქვს კომპაქტური დიზაინი, აპარატის ნაწილები მარტივად სუფთავდება.
ინგრედიენტები / შემადგენლობა: BPA Free პლასტმასი, სილიკონი.
გამოყენების წესი: პირველ გამოყენებამდე და ყოველი შემდგომი მოხმარების წინ საჭიროა იმ ნაწილების გაწმენდა და სტერილიზაცია, რომლებთაც დედის რძესთან კონტაქტი აქვთ. ასეთი ნაწილებია: ბოთლი, საწველის კორპუსი, სარქველი, სილიკონის დიაფრაგმა, მასაჟის ბალიში.
არ გარეცხოთ და არ დაასტერილოთ: ძრავის ბლოკი, სილიკონის მილი, სილიკონის თავსახური. ეს ნაწილები რძესთან კონტაქტში არ უნდა მოხვდნენ. მათი გაწმენდა შესაძლებელია რბილი, ნესტიანი ქსოვილით.
როგორ გავწმინდოთ?: დაშალეთ საწველი, გარეცხეთ რძესთან კონტაქტში მყოფი ნაწილები თბილ, საპნიან წყალში, თითოეული ნაწილიდან კარგად მოაშორეთ საპონი, შემდეგ დაასტერილეთ (სტერილიზაცია შესაძლებელია მდუღარე წყალში 5 წუთის განმავლობაში).
შეფუთვაში შედის:
● ელექტრო მკერდის ტუმბო
● 1 გამოწველის კომპლექტი
● 1 ბოთლი (125 მლ)
● 1 თავსახური
● 1 Slow Flow საწოვარა
● Micro-USB ადაპტერი
● რბილი სილიკონის ბალიში
● გამოყენების ინსტრუქცია
შენახვის პირობები: შეინახეთ მშრალ, სუფთა ადგილას. მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს.

მიწოდების პირობები

უფასო მიწოდება: 100 ლარიდან საქართვეოს მასშტაბით

მიწოდება თბილისში
თბილისში მიწოდება ხორციელდება შეკევეთიდან არა უგვიანეს მეორე სამუშაო დღეს.
დილის 9:30 საათამდე განთავსებული შეკვეთის მიწოდება მოხდება იმავე დღეს.
ტარიფი 5 ლარი, 100 ლარიდან უფასო.
შაბათ-კვირას და დღესასწაულებზე მიწოდების სერვისი არ მუშაობს. 

მიწოდება თბილისის შემოგარენში

თბილისის შემოგარენში მიწოდება ხორციელდება შეკვეთიდან 2-3 სამუშაო დღეში.
ტარიფი 6 ლარი, 100 ლარიდან უფასო.
შაბათ-კვირას და დღესასწაულებზე მიწოდების სერვისი არ მუშაობს. 

მიწოდება რგიონებში

რეგიონებში მიწოდება ხორციელდება შეკვეთიდან 2-5 სამუშაო დღეში.
ტარიფი 6 ლარი, 100 ლარიდან უფასო.
შაბათ-კვირას და დღესასწაულებზე მიწოდების სერვისი არ მუშაობს.