Avent – რძის საწველი ტუმბო, ელექტრო (SCF395/31)

Original price was: 830.00 ₾.Current price is: 705.50 ₾.

Philips Avent-ის რძის საწველი 1-თავიანი ელექტრო ტუმბო რძის გამოწველისა და მკერდის სტიმულაციის იდეალურ ბალანსს უზრუნველყოფს. მასში ინტეგრირებულია Natural Motion ტექნოლოგია, აქვს რბილი და ადაპტური სილიკონის ბალიშები, რომლებიც გამოწველის პროცესს მაქსიმალურად სწრფას, ეფექტურს და კომფორტულს ხდის. SCF395/31

ასაკი0 თვიდან
მოდელიSCF395/31
ქვეყანანიდერლანდები

მარაგშია (72)

აღწერა

Philips Avent-ის რძის საწველი 1-თავიანი ელექტრო აპარატი დედის კომფორტისთვის და დროის მაქსიმალურად დაზოგვისთვის შეიქმნა. მოწყობილობას აქვს რბილი, მოქნილი სილიკონის ბალიში, რომელიც მკერდის ფორმის 99.98%-ს ერგება. Natural Motion ტექნოლოგიის დახმარებით, საწველი აპარატი ერთდროულად უზრუნველყოფს მკერდის სტიმულაციას და რძის დენას მცირე დროში. აპარატს სტიმულირების 8, ხოლო გამოწველის 16 დონე გააჩნია, რაც მოგცემთ იმის თავისუფლებას, რომ რძის გამოწველის პროცესი ინდივიდუალურ საჭიროებებს ზუსტად მოარგოთ. მოწყობილობას აქვს ჩუმი ძრავის ბლოკი, შესაბამისად აპარატის გამოყენება ხმაურის გარეშეა შესაძლებელი. მოწყობილობაში ინტეგრირებულია მეხსიერების ფუნქცია – აპარატი ავტომატურად იმახსოვრებს ბოლო გამოყენებისას შერჩეულ რეჟიმს და მომდევნო გამოყენების დროს პირდაპირ სასურველ რიტმს გთავაზობთ. ამასთან, აპარატს აქვს დაპაუზების რეჟიმი, რისი დახმარებითაც ნებისმიერ დროს შეგიძლიათ პროცესის დროებით შეწყვეტა და მოგვიანებით გაგრძელება.
მოქმედება/უპირატესობები:
● ინტეგრირებულია Natural Motion ტექნოლოგია, რომელიც უზრუნველყოფს რძის დენას მცირე დროში.
● აქვს სტიმულირების 8 და გამოწველის 16 დონე, რათა პროცესი თქვენს საჭიროებებს მოერგოს.
● აღჭურვილია რბილი და ადაპტური სილიკონის ბალიშით, რომელიც ნაზად ერგება მკერდს.
● გააჩნია მეხსიერების და დაპაუზების ფუნქცია.
● აქვს კომპაქტური დიზაინი, აპარატის ნაწილები მარტივად სუფთავდება.
ინგრედიენტები / შემადგენლობა: BPA Free პლასტმასი, სილიკონი.
გამოყენების წესი: პირველ გამოყენებამდე და ყოველი შემდგომი მოხმარების წინ საჭიროა იმ ნაწილების გაწმენდა და სტერილიზაცია, რომლებთაც დედის რძესთან კონტაქტი აქვთ. ასეთი ნაწილებია: ბოთლი, საწველის კორპუსი, სარქველი, სილიკონის დიაფრაგმა, მასაჟის ბალიში.
არ გარეცხოთ და არ დაასტერილოთ: ძრავის ბლოკი, სილიკონის მილი, სილიკონის თავსახური. ეს ნაწილები რძესთან კონტაქტში არ უნდა მოხვდნენ. მათი გაწმენდა შესაძლებელია რბილი, ნესტიანი ქსოვილით.
როგორ გავწმინდოთ?: დაშალეთ საწველი, გარეცხეთ რძესთან კონტაქტში მყოფი ნაწილები თბილ, საპნიან წყალში, თითოეული ნაწილიდან კარგად მოაშორეთ საპონი, შემდეგ დაასტერილეთ (სტერილიზაცია შესაძლებელია მდუღარე წყალში 5 წუთის განმავლობაში).
შეფუთვაში შედის:
● ელექტრო მკერდის ტუმბო
● 1 გამოწველის კომპლექტი
● 1 ბოთლი (125 მლ)
● 1 თავსახური
● 1 Slow Flow საწოვარა
● რბილი სილიკონის ბალიში
● გამოყენების ინსტრუქცია
შენახვის პირობები: შეინახეთ მშრალ, სუფთა ადგილას. მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს.

მიწოდების პირობები

უფასო მიწოდება: 100 ლარიდან საქართვეოს მასშტაბით

მიწოდება თბილისში
თბილისში მიწოდება ხორციელდება შეკევეთიდან არა უგვიანეს მეორე სამუშაო დღეს.
დილის 9:30 საათამდე განთავსებული შეკვეთის მიწოდება მოხდება იმავე დღეს.
ტარიფი 5 ლარი, 100 ლარიდან უფასო.
შაბათ-კვირას და დღესასწაულებზე მიწოდების სერვისი არ მუშაობს. 

მიწოდება თბილისის შემოგარენში

თბილისის შემოგარენში მიწოდება ხორციელდება შეკვეთიდან 2-3 სამუშაო დღეში.
ტარიფი 6 ლარი, 100 ლარიდან უფასო.
შაბათ-კვირას და დღესასწაულებზე მიწოდების სერვისი არ მუშაობს. 

მიწოდება რგიონებში

რეგიონებში მიწოდება ხორციელდება შეკვეთიდან 2-5 სამუშაო დღეში.
ტარიფი 6 ლარი, 100 ლარიდან უფასო.
შაბათ-კვირას და დღესასწაულებზე მიწოდების სერვისი არ მუშაობს.